მიხეილ სააკაშვილი - სამი ბატალიონი მოდიოდა ესტონეთიდან, ბოლოს, როცა სარკოზისთან გავაფორმეთ ხელშეკრულება ვთქვით, რომ აღარ გვჭირდება, ლიტვამ გამოგვიგზავნა თვითმფრინავები თავისი არსენალებით
მიხეილ სააკაშვილი - სამი ბატალიონი მოდიოდა ესტონეთიდან, ბოლოს, როცა სარკოზისთან გავაფორმეთ ხელშეკრულება ვთქვით, რომ აღარ გვჭირდება, ლიტვამ გამოგვიგზავნა თვითმფრინავები თავისი არსენალებით

სამი ბატალიონი მოდიოდა ესტონეთიდან, ბოლოს, როცა სარკოზისთან გავაფორმეთ ხელშეკრულება ვთქვით, რომ აღარ გვჭირდება, ლიტვამ გამოგვიგზავნა თვითმფრინავები თავისი არსენალებით. რაც ჰქონდათ დადგეს თვითმფრინავზე და გამოგვიგზავნეს, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს წინა ხელისუფლების დროს საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონდა.

„პავილიონისი იყო რამდენადაც მახსოვს, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, იყო ამერიკაში ელჩი და ჰქონდა ძალიან მაგარი კავშირები დემოკრატებთან, მაშინ როცა ლიტვას იღებდნენ ნატო-სა და ევროკავშირში. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი საქართველოსი მთელი ეს პერიოდი, ახლა არის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, მისი პარტია არის უმრავლესობაში ლიტვის პარლამენტში და მისი პოლიტიკური პარტნიორები არიან ლიტვის მთავრობის ლიდერები. მინდა შეგახსენოთ, 2008 წელს ლიტვის საგარეო მინისტრი ჩამოვიდა საქართველოში, როდესაც რუსებმა გამოაცხადეს, რომ დაბომბავდნენ ხიდებს თბილისში, გამოაცხადა, რომ გამიშალეთ საწოლი ბარათაშვილის ხიდზე და მინდა გამოვაცხადო მთელი მსოფლიოსთვის „სიენენზე“, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ხიდზე იძინებს და თუ დაბომბავთ საქართველოს ხიდებს თბილისში, თქვენ მოკლავთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს.

ლიტვის ჯანდაცვის მინისტრი ოპერაციებს ატარებდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ასე რომ მარტივია სიტუაცია, ერთ მხარეს არიან ლიტველები, რომლებიც საქართველოს ედგნენ 2008 წელს გვერდით და მეორე მხარესაა ივანიშვილი. იცით, რომ ლიტვამ გამოგვიგზავნა რამდენიმე თვითმფრინავი შეიარაღება, ესტონეთში ჩამოყალიბდა სამი ბატალიონი, რომელიც მოდიოდა საქართველოში საომრად და ახლა ისენი ამათ ეუბნებიან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატები ხართო, ეტყვიან რა თქმა უნდა, რადგან ესენი რუსეთის აგენტებიც არ არიან. სამი ბატალიონი მოდიოდა ესტონეთიდან, ბოლოს, როცა სარკოზისთან გავაფორმეთ ხელშეკრულება ვთქვით, რომ აღარ გვჭირდება, ლიტვამ გამოგვიგზავნა თვითმფრინავები თავისი არსენალებით. რაც ჰქონდათ დადგეს თვითმფრინავზე და გამოგვიგზავნეს. მათი ჯანდაცვის მინისტრი ოპერაციებს ატარებდა გორში ბომბების ქვეშ“, – განაცხადა სააკაშვილმა.