მიხეილ სააკაშვილი - სამართლიანი სასამართლო საქართველოში არც მეფეების დროს ყოფილა
მიხეილ სააკაშვილი - სამართლიანი სასამართლო საქართველოში არც მეფეების დროს ყოფილა

სამართლიანი სასამართლო საქართველოში არ ყოფილა არც ქართველი მეფეების დროს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი ხელისუფლების დიდი მიღწევა იყო ის, რომ მთავარი თემა გახდა, უნდა იყოს თუ არა სასამართლო დამოუკიდებელი.

„სამართლიანი სასამართლო საქართველოში არ ყოფილა არც ქართველი მეფეების დროს, არც რუსი მეფის დროს, არც ნოე ჟორდანიას დროს, კომუნისტების დროს ხომ არ ყოფილა და არ ყოფილა, შევარდნაძის დროს სამართლიანი სასამართლო კი არა, სასამართლო საერთოდ არ იყო.

ჩვენი მთავარი დამსახურება იცით, რა არის? – ჩვენ ვართ პირველები, ვის დროსაც მთავარი თემა გახდა, უნდა იყოს თუ არა სასამართლო დამოუკიდებელი. ესე იგი, იმდენად მოვაგვარეთ ყველა სხვა პრობლემა, რომ საზოგადოებამ მოიცალა სასამართლოსთვის. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა“, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.