მიხეილ სააკაშვილი - სალომე ბენიძის წიგნში ყველა გმირი ყვება, რომ ომი დაიწყო პირველ აგვისტოს
მიხეილ სააკაშვილი - სალომე ბენიძის წიგნში ყველა გმირი ყვება, რომ ომი დაიწყო პირველ აგვისტოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რომ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე დაესწრო ორი წიგნის პრეზენტაციას, რომლის ავტორებიც წერენ ქალების ბედზე რუსეთის ოკუპაციის პირობებში.

„ძალიან მაგარმა ორმა ქართველმა ქალბატონმა, სალომე ბენიძემ და დინა ოგანოვამ გამოსცეს წიგნი ქალების ბედზე, რუსეთის ოკუპაციის პირობებში. დინა ოგანოვამ სწორად აღნიშნა, რომ „ცდილობენ, დაგვავიწყონ და შეგვაგუონ, მაგრამ ჩვენ არასდროს გავჩუმდებით და არ შევეგუებით რუსეთის ოკუპაციას”… ნიშანდობლივია, რომ სალომე ბენიძის თქმით, წიგნში აღწერილი ფაქტები ეყრდნობა რეალურ ამბებს და უკლებლივ ყველა გმირი ყვება, რომ ომი დაიწყო პირველ აგვისტოს (და არა მაშინ, როცა კრემლს და „ოცნებას“ გონიათ) როგორც იქნა, ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე გაიჟღერა ოკუპაციის თემამ. ჩემთვის დიდი პატივი იყო, ავტორების მიწვევით, დავსწრებოდი ამ პატრიოტულ ღონისძიებას”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.