მიხეილ სააკაშვილი - გიგი უგულავასა და სხვა პოლიტპატიმრების საკითხის გარეშე რაიმე შეთანხმებაზე ლაპარაკი გამორიცხულად მიმაჩნია
მიხეილ სააკაშვილი - გიგი უგულავასა და სხვა პოლიტპატიმრების საკითხის გარეშე რაიმე შეთანხმებაზე ლაპარაკი გამორიცხულად მიმაჩნია

პრინციპულია არამხოლოდ იმ პატიმრების გაშვება, ვისი „განაჩენიც“ ჯერ არ დამდგარა, არამედ უგულავას და სხვა პოლიტპატიმრების გაშვება, ამის გარეშე რაიმე შეთანხმებაზე ლაპარაკი გამორიცხულად მიმაჩნია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს.

„ნებისმიერ მოლაპარაკებებში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ჩემთვის პრინციპული საკითხია არამხოლოდ იმ პატიმრების გაშვება რომელთა მიმართ ჯერ არ დამდგარა „განაჩენი“, არამედ გიგი უგულავას და სხვა პოლიტპატიმრების… ამის გარეშე რაიმე შეთანხმებაზე ლაპარაკი მე პირადად საერთოდ გამორიცხულად მიმაჩნია. რა თქმა უნდა, თავად გიგის პოზიცია დასაფასებელი და ყურადსაღებია“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.