მიხეილ სააკაშვილი - რუსულ იმპერიალიზმთან და ოკუპაციასთან ბრძოლისას ჩვენი მედია ისტერიულ რუსულ მედიას არ უნდა დაემსგავსოს
მიხეილ სააკაშვილი - რუსულ იმპერიალიზმთან და ოკუპაციასთან ბრძოლისას ჩვენი მედია ისტერიულ რუსულ მედიას არ უნდა დაემსგავსოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „რუსთავი 2“-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ „ეპატაჟი და ისტერიულობა ჩვენს საქმეს მხოლოდ დააზარალებს“.

„რუსულ იმპერიალიზმთან და ოკუპაციასთან ბრძოლისას ჩვენი მედია ისტერიულ რუსულ მედიას არ უნდა დაემსგავსოს!

ჩვენ მხარეზეა სიმართლე და სიმართლის გადმოცემა საჭიროა ცივილიზებული ფორმით!

ეპატაჟი და ისტერიულობა ჩვენს საქმეს მხოლოდ დააზარალებს“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“ ავრცელებს.