მიხეილ სააკაშვილი რომში მხარდამჭერებს ხვდება [ფოტო-ვიდეო]
17:23, 03.03.2019
რომში, სასტუმრო „პალაცო ნაიადოში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს ხვდება. სააკაშვილი მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავს.
შეხვედრაზე ქართველი ემიგრანტების ნაწილი არ შეუშვეს. ისინი სასტუმროსთან აქციას მართავენ. ემიგრანტები ამბობენ, რომ რეგისტრაცია გაიარეს, თუმცა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრაზე არ შეუშვეს. მიზეზად აქციის მონაწილეები იმას ასახელებენ, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვთ.
შეხვედრის გაშუქების საშუალება არ მიეცათ ჟურნალისტებს, შეხვედრაზე მხოლოდ ოპერატორები შეუშვეს. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა გიორგი სიგუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რომში სააკაშვილთან შეხვედრაზე დასწრების საშუალებას მისცემდნენ, მოგვიანებით კი ისინი შენობაში არ შეუშვეს.