მიხეილ სააკაშვილი – როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, რომელიც 2008 წელს რუსულ დაზვერვას გადასცემდა ჩვენი ჯარების კოორდინატებს, განლაგებას და დასაბომბ ადგილებს ბათუმში
როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, საქართველოს სტრუქტურების თანამშრომელი, რომელიც 2008 წლის დროს რუსულ დაზვერვას გადასცემდა ჩვენი ჯარების კოორდინატებს, განლაგებას და დასაბომბ ადგილებს ბათუმში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „შავაძე მაშინ რომ გაესამართლებინათ, რაც უფრო სწორი იქნებოდა“, 2012 წელს მას აუცილებლად პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლებდნენ, როგორც ეს მოხდა შკრილნიკოვის, გევორქიანისა და რატიშვილის შემთხვევაში.
„ბათუმში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით სულ მესმის, როინ შავაძის მკვლელობა რომ არ გამოიძიესო. როინ შავაძე ვინ იყო? ხო არ ბნელა მართლა? როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, საქართველოს სტრუქტურების თანამშრომელი, რომელიც 2008 წლის დროს გადასცემდა ჩვენი ჯარების კოორდინატებს, განლაგებას და დასაბომბ ადგილებს ბათუმში რუსულ დაზვერვას. რა თქმა უნდა, ყოველთვის სჯობს, ნორმალურად გაასამართლო, თუმცა როინ შავაძე მაშინ რომ გაესამართლებინათ, რაც უფრო სწორი იქნებოდა, 2012-ში აუცილებლად გაუშვებდნენ როგორც პოლიტპატიმარს, როგორც შკრილნიკოვი გაუშვეს, გევორქიანი გაუშვეს, რატიშვილი გაუშვეს და ასე შემდეგ. ასეთ მდგომარეობაში ვიყავით“, – განაცხადა სააკაშვილმა.