მიხეილ სააკაშვილი - როგორც მე და გუბაზ სანიკიძემ შევძელით ძმურად ჩახუტება, ზუსტად ასევე, ყველა ქართველმა უნდა შევძლოთ იმავეს გაკეთება
მიხეილ სააკაშვილი - როგორც მე და გუბაზ სანიკიძემ შევძელით ძმურად ჩახუტება, ზუსტად ასევე, ყველა ქართველმა უნდა შევძლოთ იმავეს გაკეთება

როგორც მე და გუბაზ სანიკიძემ შევძელით ერთ მაგიდასთან კაცურად დაჯდომა, ძველი წყენის დავიწყება, ერთმანეთთან ძმურად ჩახუტება და აბსოლუტური თანხვედრა ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საქმეში, ზუსტად ასევე, ყველა ქართველმა ადამიანმა უნდა შევძლოთ იმავეს გაკეთება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეოჩართვისას განაცხადა, რომელსაც თაკო ჩარკვიანი, გუბაზ სანიკიძე და ზვიად კუპრავა ესწრებოდნენ.

მიხეილ სააკაშვილმა შტაბის შექმნის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ გაიმართება დისკუსია მომავლის გეგმებზე.

„ეს არის მომავლის გეგმების დალაგების შტაბი. ეს არის ასევე შერიგების პლატფორმა. როგორც თქვენ და მე, გუბაზ, შევძელით კაცურად დაჯდომა ერთ მაგიდასთან, ძველი წყენის დავიწყება, ერთმანეთთან ძმურად ჩახუტება და აბსოლუტური თანხვედრა ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საქმეში, ეს მხოლოდ მეტყველებს თქვენზე, როგორც პატრიოტზე და ქართველზე, ზუსტად ასევე, ყველა ქართველმა ადამიანმა უნდა შევძლოთ იმავეს გაკეთება. ეს არის ჩემი ამოცანა და არა ძველი ქიშპობა. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა და ეს ნიშნავს წარსულის გვერდზე გაწევას და მომავალზე კონცენტრირებას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.