მიხეილ სააკაშვილი - როგორც კი ზუგდიდში გავიმარჯვებთ, რამდენიმე თვეში ივანიშვილის ბუნდღა აღარ იქნება საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი - როგორც კი ზუგდიდში გავიმარჯვებთ, რამდენიმე თვეში ივანიშვილის ბუნდღა აღარ იქნება საქართველოში

როგორც კი ზუგდიდში გავიმარჯვებთ, რამდენიმე თვეში ივანიშვილის ბუნდღა აღარ იქნება საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში, ფაიფურის დასახლების მცხოვრებლებთან „სკაიპით“ ჩართვისას განაცხადა.

„ზუგდიდი იქნება საქართველოს ყველაზე განვითარებული ქალაქი. ზუგდიდი გადაარჩენს საქართველოს. როგორც კი ჩვენ ზუგდიდში გავიმარჯვებთ, რამდენიმე თვეში ივანიშვილის ბუნდღა აღარ იქნება საქართველოში.

ახლა იძახიან, რა მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს, მაინც შუალედურია, სანდრას თუ აირჩევენ, ფულს აღარ მოგვცემენო. სანდრას თუ აირჩევენ, ორ-სამ თვეში ეგენი აღარ იქნებიან არავინ.

სანდრა არსად წავა, ის ევროპელი ქალია, ვიღაცა კი არაა, რადგან თქვა, მანდ ვიცხოვრებო, ე.ი. მანდ იცხოვრებს. სანდრა დამეხმარება მე, რომ განვახორციელო დიდი პროექტები და ზუგდიდი ვაქციო ბათუმს რასაც უყურებთ, ოთხჯერ უფრო მაგარ ქალაქად, ყველა ადამიანს რომ ექნება შემოსავალი. მანდ ჩვენ გვინდა, მოვახდინოთ სასწაულები თქვენთან ერთად“,- განაცხადა სააკაშვილმა.