მიხეილ სააკაშვილი - რიკოთზე გეახელით ლობიანს და დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი ცალის შეჭმა მოვასწარი
მიხეილ სააკაშვილი - რიკოთზე გეახელით ლობიანს და დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი ცალის შეჭმა მოვასწარი

რიკოთზე გეახელით ლობიანს და დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი ცალის შეჭმა მოვასწარი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „მთავარ არხთან“ ინტერვიუში აცხადებს.

„როდესაც ვიდეოები გავასაჯაროვე ვიცოდი, რომ კამერებიდან ამოღებული ჩანაწერებით სწრაფად გვიპოვიდნენ. იმიტომ რომ ყველაზე ბევრი კამერა სწორედ იმ ადგილში დგას, სადაც ვიდეოებს ვიღებდი.

ვიყავი ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ლანჩხუთში, სამეგრელოში რამდენიმე ადგილზე. რიკოთზე გეახელით ლობიანს და დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე და სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი ცალის შეჭმა მოვასწარი“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.