მიხეილ სააკაშვილი - რეგიონებში პოლიციას მორალი არ აქვს 
მიხეილ სააკაშვილი - რეგიონებში პოლიციას მორალი არ აქვს 

აღფრთოვანებით ვუყურებ ახალგაზრდების ბრძოლას, არაქათგამოცლილია პოლიცია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ექსგუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

„მორალურად გატეხილები არიან, ვიღაცებმა უარი თქვეს დარბევაზე და ამიტომ მოუხდათ ღობეების დაყენება. ეს არის სისუსტის ნიშანი. ხალხს იჭერენ და უშვებენ ისევ მასობრივად, ეს ნიშნავს, რომ მოსამართლეებმა უარი თქვეს საქმეების განხილვაზე“, – აცხადებს სააკაშვილი.

მისივე თქმით, ახლა ბრძოლა უნდა გაიშალოს რეგიონებში.

„ჩემი მოკრძალებული რჩევაა, ახლა გაშლა რეგიონებში. რეგიონებში საერთოდ არა ჰყავთ ძალები. თუ პარლამენტის დაცვა შეუძლიათ, მაგრამ რობოკოპებით და თბილისის ცენტრს კიდევ დაიკავებენ, რეგიონებში არც მორალი არ აქვს პოზიციას, არც პოლიციას, არც ივანიშვილი საკმარის ფულს არ უხდის იქ. მთავარია, რეგიონებში ადგილზე ახალგაზრდებმა აიღონ ლიდერობა, არ არის საჭირო ყველას რუსთაველზე ჩამოსვლა, ადამიანებმა შეიძლება, იგივე გააკეთონ იმერეთში, კახეთში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში, ქართლში, ყველგან. არ უნდა მივცეთ ამოსუნთქვის საშუალება, ეს უკვე არის პრინციპული საკითხი საქართველოს გადასარჩენად“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.