მიხეილ სააკაშვილი - რატომ მიწა არ გასკდება და არ ჩაიტანს ამდენ ზნეობას მოკლებულ ცრუპენტელას, თურმე ქართული სახელმწიფოს შემქმნელის დედა არის ანტისახელმწიფოებრივი
მიხეილ სააკაშვილი - რატომ მიწა არ გასკდება და არ ჩაიტანს ამდენ ზნეობას მოკლებულ ცრუპენტელას, თურმე ქართული სახელმწიფოს შემქმნელის დედა არის ანტისახელმწიფოებრივი

ქართული სახელმწიფოს შემქმნელის დედა თურმე არის ანტისახელმწიფოებრივი და ის დაავიწყდათ, რომ 2012 წელს ივანიშვილის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ ასობით მილიონი დოლარის სარჩელების მოგერიებას ვერ ავუდიოდით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი წერს, თურმე სახელმწიფოებრივი ქმედება იყო, მთელ მსოფლიოს რომ აჩვენეს ტელევიზიით მისი წამება.

„დედაჩემს „ვივამედთან“ ტვ „ნადეჟდას“ და მოპარული „რუსთავი 2“-ის წარმომადგენლები დახვდნენ და მისი იურისტები „ანტისახელმწიფოებრივ“ ქმედებაში დაადანაშაულეს. რატომ მიწა არ გასკდება და არ ჩაიტანს ამდენ უტიფარ და ყოველგვარ ზნეობას მოკლებულ ცრუპენტელას. თურმე ქართული სახელმწიფოს შემქმნელის დედა არის ანტისახელმწიფოებრივი და ის დაავიწყდათ, რომ 2012 წელს ივანიშვილის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ ასობით მილიონი დოლარის სარჩელების მოგერიებას ვერ ავუდიოდით. მთელ მსოფლიოს რომ აჩვენეს ტელევიზიით ჩემი წამება, ეს იყო თურმე სახელმწიფოებრივი ქმედება. საქართველო რომ რუსეთის კოლონია გახდა, ეს ალბათ საერთოდ სახელმწიფოებრიობის კულმინაციაა. ვინც ივანიშვილს ორუელი წააკითხა, იმან ცოტათი მაინც უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა ამ აბსურდის თეატრზე“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობები განახორციელეს, რომლებიც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მცდელობას, აგრეთვე პოლონელ ექიმებს.