მიხეილ სააკაშვილი - რატომ მივაფუჩეჩეთ ის ფაქტი, რომ მომწამლეს, ყველაზე დაუმსახურებელი მკვიდრი ვარ საქართველოსი? ბიზნესმენები ხმას არ იღებენ ჩემს პატიმრობაზე, არ იცით, რისთვის ვზივარ? 
მიხეილ სააკაშვილი - რატომ მივაფუჩეჩეთ ის ფაქტი, რომ მომწამლეს, ყველაზე დაუმსახურებელი მკვიდრი ვარ საქართველოსი? ბიზნესმენები ხმას არ იღებენ ჩემს პატიმრობაზე, არ იცით, რისთვის ვზივარ? 

რატომ მივაფუჩეჩეთ ის ფაქტი, რომ ამათ მე მომწამლეს? დავივიწყეთ ის ფაქტი, რომ ყველა ჩემი უფლება დარღვეულია, მათ შორის ორმაგი პატიმრობა მაქვს მოსჯილი, ყველაზე დაუმსახურებელი მკვიდრი ვარ საქართველოსი? არ იცით რისთვის ვზივარ?, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, გაურკვეველია, რა არის მისი დანაშაული.

„სხვა პარტიებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს სალომე ზურაბიშვილთან ერთად საკოორდინაციო საბჭოში მონაწილეობას. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა. ტყიბულში გაათავისუფლეს 150 მეშახტე, შიმშილისთვის გაწირეს. ჩვენი მოძრაობა ამას უნდა გამოეხმაუროს. მე გამოვხატავ სოლიდარობას ჩვენი პოლიტპატიმრების მიმართ, რომლებიც დაკავებულები არიან სრულიად უმიზეზოდ. მინდა, გთხოვოთ, გაიხსენოთ, რამხელა უსამართლობა ხდება ჩემს მიმართ. დღეს რუსულმა რეჟიმმა გამომიცხადა, რომ თურმე კორესპონდენციას ვეღარ მივიღებ, დღეს ადვოკატმა ვეღარ შემომიტანა ფეისბუქის ამონაბეჭდები. რუსები არიან, აბა რა არიან. ნავალნის არ უკეთებდნენ ასეთ რაღაცებს. რატომ მივაფუჩეჩეთ ეს ფაქტი, რომ ამათ მე მომწამლეს. დავივიწყეთ ის ფაქტი, რომ ყველა ჩემი უფლება დარღვეულია, მათ შორის ორმაგი პატიმრობა მაქვს მოსჯილი. ყველაზე დაუმსახურებელი მკვიდრი ვარ საქართველოსი? არ იცით რისთვის ვზივარ? თუ გავაგრძელოთ, რომ რაღაც მაინც ექნება მიქარულიო. რა არის ჩემი დანაშაული, რომ ჭაობიდან ამოვათრიე ქვეყანა? ვერ ხედავთ გუშინ შეიჭრა 100 ნიღბიანი და დაარბია კლუბი. 90-იან წლებში რომ გადაგიყვანეს, ვერ ხედავთ? უნდა გააგრძელოთ საუბარი, სისხლიანი ცხრა წელიო? რა სისხლიანი ცხრა წელი. რუსული პროპაგანდის კლიშეს ვინც იმეორებს, პირდაპირ არის „ქოცი“ და ბიძინაზე უარესი „ქოცი“. 90-იან წლებში დაგვაბრუნეს და იქიდან ამოვათრიეთ ეს ქვეყანა. ტყუილად ხომ არ ყვირიან ის კრიმინალი ტიტუშკები. რუსეთს და მიშას უპირისპირებენ ერთმანეთს. დღეს რატომ არ შემოუშვეს კორესპონდეცია? რადგან მთელ მსოფლიოსთან მაქვს მიმოწერა. ძალიან ბევრ მსოფლიო ლიდერთან ვმეგობრობ და მაქვს მიმოწერა. ამას მიჩერებენ. თვითონ აღარავინ ელაპარაკებათ. მინდა, ასევე ვუთხრა ბიზნესმენებს, რომლებიც ხმას არ იღებენ ჩემს პატიმრობაზე. ეს გამჭვირვალე გადასახადები, დაბალი გადასახადები, ეს ყველაფერი მე არ მოგეცით? იმის მერე რა მიიღეთ ახალი და უკეთესი? არანაირ არჩევნებზე წასვლას ესენი არ აპირებენ. ფიქრობენ, რომ ძალა აღმართს ხნავს, ძალა თუ აღმართს ხნავს, ძალა არის ხალხში. ამ ძალას უნდა დაორგანიზება, ერთ მუშტად შეკვრა და ამ მუშტმა უნდა ჩამოანგრიოს ეს მაფიოზური სისტემა. მაფიოზები ძალიან მშიშრები არიან“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის არავის კონკურენტი არ არის ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე.

„რამდენიც არ უნდა გაჩუმდნენ პოლიტიკოსები, ქართველი ხალხი აზრზეა მოსული და ძალიან კარგად იცის, მათ შორის ის, თუ რა უსამართლობის მსხვერპლი გავხდი მე. მე მინდა, ყველა ვუთხრა, სინდისიც კაი საქონელია. ხანდახან ვიფიქროთ იმაზე, რომ სამართალი არ შეიძლება, იყოს შერჩევითი. იმდენი დაგაბოლეს ამ ცხრა წლის ძახილით, პირდაპირ დაგვაყენეს 90-იან წლებში. მხედრიონს მეტი ინტელექტი ჰქონდა სხვათა შორის. ყველას შეუვარდებიან, ყველას გადაუვლიან. ხანდახან ვფიქრობ, რომ მართლა ბნელა, მაგრამ ზუსტად ვიცი, საქართველო გაიმარჯვებს. ზუსტად ვიცი, ეს მოძრაობა შეუქცევადია. ​მე უკრაინის მოქალაქეობაზე ვთქვი უარი, უკრაინის მოქალაქე ვარ და უკრაინაში მთავაზობდნენ თანამდებობებს და მომავალშიც შემომთავაზებენ. რა ტილაობაა ჩემთვის თანამდებობები საქართველოში. პოლიტიკოსებს მივმართავ, მართლა გჯერათ, რომ რომელიმე თქვენგანის კონკურენტი ვარ? ეს ჩემთვის გავლილი ეტაპია. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ამ ახალ თაობას გავუხსნათ ხელი. ეს არის ჩემი მიზანი. მე არ ვარ კონკურენტი არც სალომე ზურაბიშვილის და არც არავისი, ვისაც ჩემი ციხეში ყოფნა უნდა, ვაითუ გამოვიდეს და მიშა წაიღებს ყველაფერს. რას წავიღებ. მინდა, დავეხმარო ჩემს ხალხს, დაასრულოს დიქტატურა. თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა მაქვს სხვა ქვეყნებში, ბევრად უფრო დიდში, მდიდარში. მიხარია, რომ ყველა მიხვდა, ესენი თავისით წამსვლელები არ არიან, საჭიროა მიწოლა, მშვიდობიანი, მაგრამ აგრესიული. ამათ ყველა წესი დაარღვიეს. შეხედეთ, რას დაამსგავსეს ქვეყანა, რა სასამართლოები დგება. თქვენ დაამთავრებთ, მოსამართლევ, ძალიან ცუდად. თქვენ  შეიძლება, ხვალ მომისაჯოთ სამუდამო პატიმრობა, მაგრამ გაძლევთ გარანტიას, ყველა დაამთავრებთ ძალიან ცუდად. თქვენ წარდგებით არა მარტო ქართული, არამედ საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე. თქვენ ხართ მკვლელები, ანადგურებთ ქართულ სახელმწიფოს. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.