მიხეილ სააკაშვილი - ქუთაისის პარლამენტი, ჯანდაცვა იყვნენ ჩემი შვილები, ისინი მომიკლეს, ვარ შვილმკვდარი მამა და ბოლომდე ვიძიებ შურს
მე ვარ ნამდვილად შვილმკვდარი მამა და ბოლომდე ვიძიებ შურს ჩემი შვილის მკვლელებზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში ემიგრანტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„მე მყავს ორი შვილი და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს შვილის სიყვარული, მაგრამ ჩემი შვილები არიან ასევე ქუთაისის პარლამენტი, რომელიც მოკლეს და გაანადგურეს; ჩემი შვილი იყო ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, რომელიც ამ ოროსანმა და ავადმყოფმა გაანადგურა ძალიან შეგნებულად და გააბანძა იდეა; ჩემი შვილი იყო ქართული ჯანდაცვის სისტემა, რომელიც გაანადგურეს; ჩემი შვილი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალები, რომელიც პრაქტიკულად გაანადგურეს; ჩემი შვილი იყო სამხედრო წარმოება, რომელიც მომიკლეს.
მე ვარ ნამდვილად შვილმკვდარი მამა. შეიძლება, ზოგიერთი გააჩერო, მაგრამ როგორც მაჩალიკაშვილი ვერ გააჩერეს, მეც ვერ გამაჩერებენ და ნამდვილად ბოლომდე ვიძიებ შურს ჩემი შვილის მკვლელებზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.