მიხეილ სააკაშვილი – ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები სინამდვილეში ყოველთვის იყვნენ რეჟიმის დანამატები, ის იდიოტები, ვინც მათ დასავლეთიდან აფინანსებენ, რეალურად რეჟიმს ეხმარებიან

09:57, 26.08.2026

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იყო ასოციაცია, რომლის ერთი თავმჯდომარე „ქოცების“ თავდაცვის მინისტრი გახდა, ხოლო მეორე – „ქოცების“ პარლამენტის თავმჯდომარე, მესამე – იმავე პარლამენტში ვიცე-სპიკერი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს საზოგადოების თვალში ნდობა არ აქვთ.

„ყველაფერი, რისი ცოდნაც გჭირდებათ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გუშინ თქვა, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკური მოტივებით იდევნება.

ეს იყო ასოციაცია, რომელმაც 14 წლის განმავლობაში ერთხელ არ ამოღერღა იგივე ჩემზე და რომლის ერთი თავმჯდომარე „ქოცების“ თავდაცვის მინისტრი გახდა, ხოლო მეორე – „ქოცების“ პარლამენტის თავმჯდომარე, მესამე – იმავე პარლამენტში ვიცე-სპიკერი.

ამიტომაც საზოგადოების თვალში ნდობა აქვთ ნული და სინამდვილეში ყოველთვის იყვნენ რეჟიმის დანამატები. ხოლო ის იდიოტები, ვინც მათ დასავლეთიდან აფინანსებენ, რეალურად რეჟიმს ეხმარებიან“, – წერს სააკაშვილი.

მსგავსი