მიხეილ სააკაშვილი - პუტინის მთავარი მტერი, მინიმუმ აღმოსავლეთ ევროპაში და მთელ მსოფლიოში, მე ვარ
მიხეილ სააკაშვილი - პუტინის მთავარი მტერი, მინიმუმ აღმოსავლეთ ევროპაში და მთელ მსოფლიოში, მე ვარ

პუტინს ებრძვით? პუტინის მთავარი მტერი აგერ ზის, მინიმუმ აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით და პრინციპში, ალბათ, მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეიბუქლაივის“ დროს განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, პუტინის მთავარი შეკვეთა არის, რომ საქართველოში არ იყოს სააკაშვილი.

„იმ ხალხსაც მინდა ვუთხრა, არა მხოლოდ სუს-ის აგენტურას, არამედ ვინც იძახის – „უფ, სააკაშვილი“. პუტინს ებრძვით? პუტინის მთავარი მტერი აგერ ზის, მინიმუმ აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით და პრინციპში, ალბათ, მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი. პუტინს კიდევ მთავარი შეკვეთა აქვს, რომ საქართველოში არ იყოს სააკაშვილი, გაღიზიანდა იმით, რომ თავი არ დავუხარეთ და შევქმენით ქართული სახელმწიფოებრიობა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.