მიხეილ სააკაშვილი – პოლონეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას არ ვაპირებ

12:44, 13.02.2018

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პოლონეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას არ აპირებს. ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა ტელეკომპანია NewsOn-ის ეთერში განაცხადა.

„მე ვესაუბრე პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას. მათ დამირეკეს, როდესაც აეროპორტში ჩავედი. პირველი კითხვა, რომელიც დამისვეს – ვაპირებდი თუ არა პოლონეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას… ვუპასუხე, რომ არა, არ მოვითხოვ არანაირ პოლიტიკურ შველას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის თქმით, პოლონეთში მას დაცვა დაუნიშნეს.

12 თებერვალს, უკრაინის სახელმწიფი სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევის ერთ-ერთ რესტორანში დააკავა და ის პოლონეთში გააძევა.

პოლონეთმა მიხეილ სააკაშვილის რეადმისიის შესახებ უკრაინის თხოვნა დააკმაყოფილა.

მსგავსი