მიხეილ სააკაშვილი - ნიკოლა სარკოზის თავზე გადავახიე დოკუმენტი, სადაც ეწერა, რომ საქართველოს კოსოვიზაცია უნდა მომხდარიყო
მიხეილ სააკაშვილი - ნიკოლა სარკოზის თავზე გადავახიე დოკუმენტი, სადაც ეწერა, რომ საქართველოს კოსოვიზაცია უნდა მომხდარიყო

ნიკოლა სარკოზის რუსებმა ჩაუდეს ხელშეკრულებაში, რომ საქართველოს კოსოვიზაცია უნდა მომხდარიყო, როდესაც სარკოზიმ ჩამომიტანა ეს ქაღალდი, თავზე გადავახიე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

​„სარკოზი იხსენებს – როდესაც რუსებმა ჩაუდეს ხელშეკრულებაში, რომ ჩვენ უნდა დაგვეტოვებინა ღიად ცხინვალის და აფხაზეთის სტატუსი, ე.ი. საქართველოს კოსოვიზაცია უნდა მომხდარიყო, როდესაც სარკოზიმ ჩამომიტანა ეს ქაღალდი, თავზე გადავახიე. რა თქმა უნდა, ფიგურალურად. ძალადობას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ თავზე გადავახიე ნამდვილად. ნამდვილად არაფერს არ მოვაწერე ხელი, იმის მიუხედავად, რომ სარკოზი მეუბნებოდა, ხვალ დილას შენ იქნები მკვდარიო. იმის მიუხედავად, რომ გვყავდა დელეგაციის წევრები, ვინც მეუბნებოდნენ – მიშა შენ თუ ამას არ მოაწერ ხელს, შენც მოგკლავენ და ჩვენ ყველას მოგვკლავენო. არ მოვაწერე ხელი იმიტომ, რომ მაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი ისტორიის და ქართველი ერის წინაშე.

წყალი გამოირეცხონ ამათმა, როდესაც ახსენებენ გიორგი ანწუხელიძეს. მინდა, შეგახსენოთ, რომ ანწუხელიძეს ეუბნებოდნენ, გალანძღე სააკაშვილი და აკოცე ქართულ მიწას და დარჩები ცოცხალიო. ანწუხელიძემ არც ერთი გააკეთა და არც მეორე. ისინი რასაც ესენი უფასოდ აკეთებენ დღეში 50-ჯერ რუსეთის დაკვეთით”, – განაცხადა სააკაშვილმა.