მიხეილ სააკაშვილი - ნიკოლა სარკოზი ჯამბაზივით იქცეოდა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „მისტრალებზე“ გაყიდა
მიხეილ სააკაშვილი - ნიკოლა სარკოზი ჯამბაზივით იქცეოდა, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „მისტრალებზე“ გაყიდა

ნიკოლა სარკოზი ჯამბაზივით იქცეოდა, იყო არაკომპეტენტური და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რამდენიმე თვეში „მისტრალებზე“ გაყიდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისთვის (IWPR) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, სარკოზის გაღიზიანება ამერიკელებისა და აღმოსავლეთ ევროპელების მიმართ ნიშნავდა, რომ ფაქტობრივად, ის ჩამოშორებული იყო ამერიკელებს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ინტერვიუში აცხადებს, რომ სარკოზი დიპლომატიურ პროცესში ამერიკელებს ჩამოშორებული იყო და ორმაგი თამაში ითამაშა.

„სარკოზის მისია იყო კატასტროფა. მისი მისიის კარგი ნაწილი იყო, რომ რუსები უნდა გასულიყვნენ, მაგრამ, მეორე მხრივ, ცუდი ნაწილი ბევრი იყო: ჩამოშორება ამერიკელებისგან, რუსეთისთვის უსაფრთხოების ზონებისა და გარკვეული ლეგიტიმური როლის მიცემა და ყველაზე ცუდი, რომ ეს შეთანხმება რამდენიმე თვეში დაივიწყა და ფაქტობრივად, „მისტრალებზე“ გაყიდა“, – აღნიშნა სააკაშვილმა ინტერვიუში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ ეს შეთანხმება დაეხმარა რუსეთს ახალგორის დაკავებაში.