მიხეილ სააკაშვილი - ნეკრესი პრაქტიკულად მკვდრეთით აღვადგინე, სამების ტაძრის გუმბათის მოოქროებაც ჩემი ინიციატივა იყო
მიხეილ სააკაშვილი - ნეკრესი პრაქტიკულად მკვდრეთით აღვადგინე, სამების ტაძრის გუმბათის მოოქროებაც ჩემი ინიციატივა იყო

ნეკრესი პრაქტიკულად მკვდრეთით აღვადგინე, სამების ტაძრის გუმბათის მოოქროებაც ჩემი ინიციატივა იყო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„ჩემთვის გარეჯი იყო ძალიან მტკივნეული და სენსიტიური თემა. ყველაფერს ვპირდებოდი ილჰამს გარეჯის სანაცვლოდ და თითქმის შევთანხმდით, რომ არ ყოფილიყო ბოლოს ხელისუფლების შეცვლა. ეს დაახლოებით იგივეა, რომ სააკაშვილი ეკლესიებს ანგრევდა, მაშინ, როდესაც ის ხალხი, ვინც ბაგრატის ჩემ მიერ აღდგენილ პროექტს დღე და ღამ ეწინააღმდეგებოდა, ახლა მიდის და ბაგრატის ფონზე იღებს სურათებს. ხალხი, რომელსაც არ ახსოვს, რომ ნეკრესი პრაქტიკულად მკვდრეთით აღვადგინე. გზები მივიყვანეთ, ინფრასტრუქტურა. გრემში, ალავერდში სერიოზული სამუშაოები ჩავატარეთ. სხვათა შორის, სამების ტაძრის გუმბათის მოოქროებაც და ყველაფერიც ჩემი ინიციატივა იყო და ასე შემდეგ. საქართველოში აღდგა რამდენიმე ასეული თითქმის მთლიანად დანგრეული ეკლესია, კიდევ ორი თუ სამი ათასი შეკეთდა ჩემი პირდაპირი დავალებით. და ამის ფონზე იძახდნენ, რომ სააკაშვილი ანგრევს ეკლესიებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.