მიხეილ სააკაშვილი - „ნარინჯისფერი რევოლუციის“ დროს უკრაინაში ქართული საზოგადოებრივი მაუწყებელი გავთიშეთ და „მეხუთე არხი“ ჩავრთეთ
მიხეილ სააკაშვილი - „ნარინჯისფერი რევოლუციის“ დროს უკრაინაში ქართული საზოგადოებრივი მაუწყებელი გავთიშეთ და „მეხუთე არხი“ ჩავრთეთ

ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის თქმით, „ვარდების რევოლუციის“ ლიდერი რომ გახდა, უკრაინაში ჩავიდა და „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ლიდერებთან ერთად, „ნარინჯისფერი რევოლუციის“ მომზადება დაიწყო.

ამის შესახებ სააკაშვილმა საკასაციო ადმინისტრაციულ სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი გააკეთა „ნარინსჯიფერი რევოლუციის“ მხარდასაჭერად და მისი ფინანსური მხარდაჭერისთვის ქართველ და საერთაშორისო ბიზნესმენებთან მუშაობდა, „რამაც ნამდვილად გამოიღო ნაყოფი“.

„პოროშენკოს „მეხუთე არხი“, რომელიც დღეს აქ იმყოფება, მაშინ მხოლოდ კიევის ცენტრში აჩვენებდა. ჩვენ სატელიტიდან ქართული საზოგადოებრივი მაუწყებელი გავთიშეთ და მის ნაცვლად, ეს არხი ჩავრთეთ და მისი ყურება დაიწყეს ჩემმა ნაცნობებმა ხარკოვში, ოდესაში, ლვოვში. არხის მაუწყებლობა მთელ ქვეყანაში გავრცელდა და ამან ძალიან შეუწყო ხელი „ნარინჯისფერ რევოლუციას“. ახლა, როდესაც ამ „მეხუთე არხის“ მფლობელი ყველაფერს აკეთებს, რომ სხვა არხებმა არ გამაშუქონ, ეს არასწორია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა  2013 წლის ევრომაიდნის საპროტესტო გამოსვლების შესახებაც ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, 2013 წელს კიევში , აქციების დროს  მაიდანზე ყველაზე დიდი ევროპული დელეგაცია მისი ორგანიზებით ჩავიდა.

როგორც „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა განაცხადა, ჯონ მაკკეინი მაშინ კიევში ჩასვლაზე სწორედ მან დაითანხმა და ის გახდა პირველი ამერიკელი სენატორი, რომელიც მაიდანზე მივიდა.