მიხეილ სააკაშვილი – ნანუკა ჟორჟოლიანს ერჩიან იმიტომ, რომ შურთ და ეშინიათ მისი ნიჭიერების, გაბედულობის, სილამაზისა და გონიერების

19:45, 29.04.2025

ნანუკა ჟორჟოლიანს ერჩიან იმიტომ, რომ შურთ და ეშინიათ მისი ნიჭიერების, გაბედულობის, სილამაზისა და გონიერების, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ნანუკა მაგრად დადექი! ეს სიმახინჯეები შენ ვერაფერს დაგაკლებენ!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ჟურნალისტის, „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ.

მსგავსი