მიხეილ სააკაშვილი – „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი თუ არამთავარი მიღწევა არის უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა, მათ არ ამძიმებთ ხელისუფლებაში ყოფნის წარსული ტვირთი, ასეთებია სანიკიძე, ფავლენიშვილი, ფარულავა, იგორ ნარმანია

21:21, 03.07.2026

„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი თუ არა მთავარი მიღწევა არის ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა. ეს ნამდვილად მებრძოლი ხალხია, ახალი აზროვნებით, სულ სხვა მიზანმიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი წერს, ასეთებია ლევან სანიკიძე, ირაკლი ფავლენიშვილი, ლაშა ფარულავა და იგორ ნარმანია.

„მათ არ ამძიმებთ ხელისუფლებაში ყოფნის წარსული ტვირთი და ისინი ბრძოლაში ჩაერთნენ წმინდა წყლის იდეისთვის. ასეთებია ლევან სანიკიძე, ირაკლი ფავლენიშვილი, ლაშა ფარულავა, რა თქმა უნდა, იგორ ნარმანია. ასევე გვყავს უმაგრესი ახალგაზრდები რეგიონებში. შეუძლებელია, იმ ძალამ და იდეამ, რომელსაც ასეთი ხალხი უჭერს მხარს, არ გაიმარჯვოს“, – წერს სააკაშვილი.

მსგავსი