მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობა - ძალა ერთობაშიამ“ ძალიან ძლიერი მაჟორიტარების გუნდის წარმოდგენა შეძლო
მიხეილ სააკაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობა - ძალა ერთობაშიამ“ ძალიან ძლიერი მაჟორიტარების გუნდის წარმოდგენა შეძლო

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ შეძლეს ძალიან ძლიერი მაჟორიტარების გუნდის წარმოდგენა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას გამოეხმაურა.

„ამდენი დევნის და უბედურების შემდეგ, მიუხედავად ყველაფრისა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ შეძლეს ძალიან ძლიერი მაჟორიტარების გუნდის წარმოდგენა. გარდა ტრადიციული ლიდერებისა, აქ არის ახალი შემომატებული ხალხი, აქ არის ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ძალიან მაგარი ექიმი ზუგდიდიდან მალხაზ ჯალაღონია. აქ არიან ძალიან გამორჩეული და წამყვანი ბიზნესმენები და ის, რომ ბიზნესი გადმოვიდა აქეთ, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ყველაფერი იცვლება და იწყება ახალი ეპოქა. ასევე, შემოგვიერთდა ნანუკა ჟორჟოლიანი, არა მხოლოდ ტელესივრცის სუპერვარსკვლავი, არამედ ზოგადად, შემოქმედებითი პროფესიებისა საქართველოში, ესეც ძალიან დიდი შენაძენია. ასევე, დევი ჭანკოტაძე, ჩვენი გენერალი, რომელიც თავიდან ვვარაუდობდით, რომ უნდა ყოფილიყო მაჟორიტარული დეპუტატი, იქნება ჩვენი ნაციონალური სიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც წარმოუდგენელი დამსახურებები აქვს საქართველოს ისტორიის წინაშე. ის, რომ დევი ჩვენთან არის, ის რომ საქართველოს სამსახურში დგას ისევ, ის, რომ იქნება წამყვანი საქართველოს მომავალი პარლამენტის და ასევე, იმედია, საქართველოს მომავალი ხელისუფლების, ეს სწორედ ნიშანია, რომ ჩვენი მივდივართ გამარჯვებისკენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.