მიხეილ სააკაშვილი - მზად ვიყავით, უარი გვეთქვა ზოგიერთ სტრატეგიულ სიმაღლეზე, ერთი წელი რომ ​დაგვცლოდა, გარეჯი იქნებოდა მთლიანად დაკანონებული, როგორც საქართველოს ნაწილი
მიხეილ სააკაშვილი - მზად ვიყავით, უარი გვეთქვა ზოგიერთ სტრატეგიულ სიმაღლეზე, ერთი წელი რომ ​დაგვცლოდა, გარეჯი იქნებოდა მთლიანად დაკანონებული, როგორც საქართველოს ნაწილი

ჩვენ რომ დაგვცლოდა ერთი წელი, ყველაფერი დასრულებული იქნებოდა და გარეჯი იქნებოდა ბოლომდე, მთლიანად დაკანონებული აზერბაიჯანის მხრიდან, როგორც საქართველოს ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხთან“ განაცხადა.

„ჩვენმა აზერბაიჯანელმა პარტნიორებმაც იციან, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, ქართული ძალიან დიდი მნიშვნელობის რელიგიური, კულტურული, ისტორიული ძეგლი და ამაზე დავამთავროთ საუბარი. ეს არის ქართული ძეგლი, მაგრამ იმის გამო, რომ იყო ბევრი არევ-დარევა საბჭოთა კავშირის დროს და მათ შორის, ჩვენი წინა ხელისუფლების დროს, მზად ვიყავით, რომ პრეტენზიაზე ზოგიერთ სტრატეგიულ სიმაღლეზე გვეთქვა უარი და მათ საბოლოოდ უნდა ეთქვათ უარი ​​პრეტენზიაზე გარეჯზე. მანამდე ყოფილიყო ჩვეულებრივი გამშვები რეჟიმი, სადაც ყველას შეუშვებდნენ და არ იქნებოდა რაიმე დაბრკოლების შექმნა ხელოვნური, გამომდინარე სხვადასხვა ინტერპრეტაციიდან რუკებისა და საზღვრის. ეს შეთანხმება იყო მიღწეული და ვერ იტყვის აზერბაიჯანული მხარე, რომ ეს შეთანხმება არ იყო მიღწეული. უფრო მეტიც, ქართულმა დღევანდელმა მხარემ იცის, ჩვენ გადავეცით მასალები, რომ ეს შეთანხმება მიღწეული იყო და ამდენი წელი რატომ ვერ გააკეთეს ამის გაფორმება ქაღალდზე. ჩვენ რომ დაგვცლოდა ერთი წელი, ყველაფერი დასრულებული იქნებოდა და გარეჯი იქნებოდა ბოლომდე, მთლიანად დაკანონებული აზერბაიჯანის მხრიდან, როგორც საქართველოს ნაწილი. არ დაგვაცადა ისტორიამ მაშინ. აიღონ და გააკეთონ ის, რასაც ჩვენ უკვე მივაღწიეთ. თუ ესენი ვერ გააკეთებენ, ამას გააკეთებს საქართველოს შემდგომი ხელისუფლება, რომელიც მალე იქნება საქართველოში. თავზე არ უნდა დაისვა არავინ, მაგრამ ყველასთან უნდა გქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დატოვე კომენტარი