მიხეილ სააკაშვილი - ამერიკის სამი პრეზიდენტი ჩამოვიყვანეთ საქართველოში, სახელმწიფო მდივნები შემოივლიდნენ ხოლმე და დისკოთეკებზე დაგვყავდა, ახლა გზად გამოივლის უკვე მოხსნილი პომპეო და უკანა თათებზე დახტიან
მიხეილ სააკაშვილი - ამერიკის სამი პრეზიდენტი ჩამოვიყვანეთ საქართველოში, სახელმწიფო მდივნები შემოივლიდნენ ხოლმე და დისკოთეკებზე დაგვყავდა, ახლა გზად გამოივლის უკვე მოხსნილი პომპეო და უკანა თათებზე დახტიან

მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორები ვიყავით, ბოლოს და ბოლოს ამერიკის სამი პრეზიდენტი ჩამოვიყვანეთ საქართველოში, ახლა გზად გამოივლის უკვე მოხსნილი პომპეო და უკანა თათებზე დახტიან, გვიხარია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, მისი ხელისუფლების პირობებში საქართველოს დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი ჰქონდა.

„მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორები ვიყავით, ნახეთ, როგორი მონაცემები გვქონდა. ამერიკის სამი პრეზიდენტი ჩამოვიყვანეთ საქართველოში ბოლოს და ბოლოს. ახლა გზად გამოივლის უკვე მოხსნილი პომპეო და უკანა თათებზე დახტიან, გვიხარია. მოქმედი, ძლიერი სახელმწიფო მდივნები ჩვეულებრივად შემოივლიდნენ ხოლმე და დისკოთეკებზე და მთებში დაგვყავდა. გადავაფრინეთ ერთი სახელმწიფო მდივანი რუსების პოსტებს ერთ ადგილზე, ცეერუს დირექტორი  – მეორე ადგილზე, სხეფერი გადავსვით სვანეთში. ყველგან მომყვებოდნენ ბრმად. მერე გამომაცხადეს გიჟად და ეს იყო, რომ არსებობდა ნდობა, თანასწორობა, რისკზე მოდიოდნენ ჩვენი გულისთვის“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.