მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს სახურავიდან მიმართავს
მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს სახურავიდან მიმართავს

კიევში, საკუთარი სახლის ბინის სახურავზე მყოფი მიხეილ სააკაშვილის სახლთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართავს.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მხარდამჭერებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეიკრიბოს.  მისი თქმით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური მის დაკავებას და საქართველოსთვის გადაცემას აპირებს.

„ისინი აპირებენ ჩემს დაკავებას და „გაზპრომის“ აქციონერისთვის გადაცემას. მოვუწოდებ ჩემს მომხრეებს არ დაუშვან ამ დანაშუალებრივი ქმედების სისრულეში მოყვანა. პოროშენკო არის დამნაშავე. ჩემი დაკავების ბრძანება პუტინმა გასცა.“ – განაცხადა სააკაშილმა.

სააკაშვილის ბინასთან ამ დრომდე სპეცდანიშნულების რაზმია შეკრებილი.