მიხეილ სააკაშვილი - მინდა ვუთხრა პოლიციელებს, ვინც არბევს, ხალხს წყლის ჭავლს ასხამს, ძალიან მკაცრად აგებთ პასუხს, დამთავრდა ბაირამობა
მიხეილ სააკაშვილი - მინდა ვუთხრა პოლიციელებს, ვინც არბევს, ხალხს წყლის ჭავლს ასხამს, ძალიან მკაცრად აგებთ პასუხს, დამთავრდა ბაირამობა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვით გამოეხმაურა და იურისტთა ჯგუფის შექმნა დაანონსა.

„ჩვენ ხვალიდან უნდა შევქმნათ იურისტთა ჯგუფი, ამოვიღოთ ტელევიზიებიდან ყველა სახელი და გვარი, ადამიანის უფლებების დამრღვევი პოლიციელების, ყველა ვინც არბევს, სცემს, არაპროპორციულ ძალას იყენებს, ყინვაში ხალხს წყლის ჭავლს ასხამს, ტყვიებს ესვრის თვალებში და ყველა მათგანზე უნდა შევიტანოთ სარჩელი და დავიწყოთ სამართლებრივი პროცედურა. მინდა ვუთხრა ამ პოლიციელებს, ყველანი ძალიან მკაცრად აგებთ პასუხს. დამთავრდა ბაირამობა და ლობიოობა“, – აცხადებს სააკაშვილი.