მიხეილ სააკაშვილი - მინდა, ვიყო ლაზიკის ზონის ხელმძღვანელი
მიხეილ სააკაშვილი - მინდა, ვიყო ლაზიკის ზონის ხელმძღვანელი

მაქვს ამბიცია და შევიტან განაცხადს ლაზიკის თავისუფალი ეკონომიკური ზონის მმართველის პოზიციაზე, მინდა, ვიყო ლაზიკის ზონის ხელმძღვანელი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, აქვს ამბიცია, საქართველო აქციოს დიდ საზღვაო სახელმწიფოდ, რათა საზღვაო ზოლი მსოფლიოსთვის მისაბაძი იყოს.

„ჩემი დიდი ამბიციაა საქართველოს დიდ საზღვაო სახელმწიფოდ ქცევა, სადაც ჩვენი საზღვაო ზოლი იქნება მსოფლიოსთვის მისაბაძი. მე მაქვს ამბიცია და შევიტან განაცხადს ლაზიკის თავისუფალი ეკონომიკური ზონის მმართველის პოზიციაზე. მე მინდა, რომ ეს იყოს ზონა, სადაც იქნება ინგლისური სამართალი, იქნებიან ინგლისელი მოსამართლეები, დღგ იქნება ნოლი, იქნება თავისუფალი ბიზნესგარემო. ჩემი პრეტენზიაა, რომ მე მინდა, ვიყო ლაზიკის ზონის ხელმძღვანელი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ლაზიკის პორტი თავის დროზე მისი იდეა იყო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.