მიხეილ სააკაშვილი – მებრძოლი უკრაინის ამაყი მოქალაქე ვარ და საქართველოს ჰიმნი „თავისუფლება“ სწორედ მე მოვიპოვე ბრძოლით და მოგეცით თქვენ
მებრძოლი უკრაინის ამაყი მოქალაქე ვარ და საქართველოს ჰიმნი „თავისუფლება“ სწორედ მე მოვიპოვე ბრძოლით და მოგეცით თქვენ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ერთადერთს არ მაქვს მუსიკალური სმენა, მაინც შევასრულე უკრაინის ჰიმნი. ისე უნიჭოდ ვმღერი, რომ დარბაზში მყოფმა სოფომ დიდი საყვედურით შემომხედა. მეორე მხრივ, ახლა მოიწერება ზოგიერთი, რატომ მღერი უკრაინის ჰიმნსო და არა ქართულსო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ უკრაინა იბრძვის, მეორე იმიტომ, რომ მებრძოლი უკრაინის ამაყი მოქალაქე ვარ და მესამე და მთავარი, საქართველოს ჰიმნი „თავისუფლება“ სწორედ მე მოვიპოვე ბრძოლით და მოგეცით თქვენ, ისევე, როგორც დროშა და ჩემზე მეტად ცოტამ იცის მათი ფასი, მაგრამ ახლა უკრაინასაც სჭირდება ჩემი თანადგომა“, – აღნიშნა სააკაშვილმა.