მიხეილ სააკაშვილი - მე მაქვს უფლება, უკრაინულად ვილაპარაკო, რადგან მე ვარ უკრაინის მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე სიტყვით გამოსვლა უკრაინულ ენაზე დაიწყო.
„როგორც უკრაინის მოქალაქემ და უკრაინის პატრიოტმა, მინდა, ჩემი პოზიცია გამოვთქვა, უფრო სწორად ამ საკითხზე ვისაუბრო ჯერ უკრაინულად და შემდეგ ქართულად“, – განაცხადა სააკაშვილმა.
აღნიშნულის შემდეგ მოსამართლემ სააკაშვილს საუბარი შეაწყვეტინა და მოუწოდა, ქართულად ელაპარაკა.
„მე ვარ უკრაინის მოქალაქე და მაქვს ამის უფლება. მე მაქვს უფლება, უკრაინულად ვისაუბრო, უცხო ქვეყნის მოქალაქე ვარ“.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა: „მტრის წინააღმდეგ მხოლოდ გაერთიანებით შეიძლება გამარჯვება, აღარ უნდა გვქონდეს ცალ-ცალკე პრიორიტეტები, უნდა შევაკვდეთ და ესენი არ უნდა დარჩნენ ხელისუფლებაში“.