მიხეილ სააკაშვილი - მათ გასაგონად, ვინც ჩემზე საუბრისას „ადეკვატური მკურნალობით“ იფარგლება - სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ, ქვეყნისთვის თავი გავწირე, დარწმუნებული ვარ, ხალხი გამათავისუფლებს, თქვენგანაც ველი მეტ გამბედაობას

​მეგობრებო, მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ, თავი გავწირე ქვეყნის გადასარჩენად, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი მაინც გამათავისუფლებს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ პოსტში.

„იმ ხალხის გასაგონად, ვისაც ჩემთვის სიტყვა „თავისუფლება“ არ ემეტება და მხოლოდ „ადეკვატური მკურნალობით“ იფარგლება.

მეგობრებო, მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ. თავი გავწირე ქვეყნის გადასარჩენად. თქვენც ხომ კარგად იცით, რომ სრულიად ყალბი ბრალდებებით ვარ „გასამართლებული“ და თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პატიმარი ვარ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მაინც გამათავისუფლებს და თქვენგანაც ველი მეტ გამბედაობას.

ბოლოს და ბოლოს, ევროპარლამენტი, პოლონეთის და ლიტვის სეიმები, საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტები ითხოვენ ჩემს გათავისუფლებას.

მე ერთი წუთით არ ვეგუები ამ უსამართლო, პუტინის პირად პატიმრობას! ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას თავისუფლებისთვის და თქვენი იმედი მაქვს ასევე“, – აღნიშნულია სააკაშვილის ფეისბუქპოსტში.