მიხეილ სააკაშვილი - კოლეგა პოლიტიკოსებს მინდა მოვუწოდო, იყავით ხალხთან უფრო ახლოს
მიხეილ სააკაშვილი - კოლეგა პოლიტიკოსებს მინდა მოვუწოდო, იყავით ხალხთან უფრო ახლოს

ჩვენ ვართ ტრადიციულები და ვართ ძალიან ინოვაციურები, გაბედულები ჩვენს წინადადებებში,- ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მორიგ ვიდეომიმართავში აცხადებს.

„მინდა, ვთქვა იმ ხალხის გასაგონად, ვისაც გაუკვირდა ჩემი გუშინდელი ხაზგასმა ქრისტიანულ ღირებულებებზე, საქართველოს დროშას მაინც არ უყურებთ ხანდახან, მეგობრებო? რა თქმა უნდა, ეს არის არა მხოლოდ ჩვენი ფუნდამენტური ღირებულება, არამედ ეს არის ის, რასაც ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს და ემხრობა“,- ამბობს სააკაშვილი.

სააკაშვილი მიმართავს პოლიტიკოსებს, „ნუ მოწყდებიან ხალხს“.

„დიახ, ჩვენ ვეფუძნებით ჩვენ ტრადიციებს, ვეფუძნებით ჩვენ წარსულში საუკეთესოს რაც არის, ამავე დროს თავის დროზე ჩვენ შევთავაზეთ ყველაზე ინოვაციური პროგრამა ქართველებს და საქართველო გავხადეთ მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი, ახლაც გვაქვს ყველაზე ინოვაციური გეგმები, რომელიც საქართველოს ისევ გაიყვანს მოწინავე პოზიციებზე მსოფლიოში. ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგება, ჩვენ ვართ ტრადიციულები და ვართ ძალიან ინოვაციურები, გაბედულები ჩვენს წინადადებებში. მხოლოდ პროექტებს კი არ ვაკეთებთ, ჩვენ გვჯერა ამის და გაკეთებული გვაქვს და გავაკეთებთ ასევე ბოლომდე. ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი კარგად ხვდება ყველაფერს. კოლეგა პოლიტიკოსებს მინდა მოვუწოდო, იყავით ხალხთან უფრო ახლოს, მხოლოდ მოიგებთ“,-აცხადებს სააკაშვილი.