მიხეილ სააკაშვილი კიევში სახლის სახურავზე რჩება [ვიდეო]

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კიევში, სახლის სახურავზე რჩება. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

უკრაინაში, საქართველოს ექსპრეზიდენტის სახლთან სპეცრაზმია მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან სააკაშვილის მხარდამჭერებიც.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სააკაშვილის ბინაში ჩხრეკა ტარდება.