მიხეილ სააკაშვილი - უკრაინაში როგორც ჩანს, ბევრს ვუყვარვარ, მესაზღვრე გოგონამ მითხრა, რომ მოგვენატრეთო
მიხეილ სააკაშვილი - უკრაინაში როგორც ჩანს, ბევრს ვუყვარვარ, მესაზღვრე გოგონამ მითხრა, რომ მოგვენატრეთო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩავიდა.

სააკაშვილი კიევის აეროპორტში ვარშავიდან ჩაფრინდა. მიხეილ სააკაშვილს ბორისპოლის აეროპორტში მხარდამჭერები დახვდნენ.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინაში სახლში ყოფნის განცდა აქვს.

„ამ ქვეყანაში როგოც ჩანს, ბევრს ვუყვარვარ. მესაზღვრე გოგონამ მითხრა, რომ მოგვენატრეთო. აქაც სახლის განცდა მაქვს, როგორც ბევრ ქართველს აქვს უკრაინაში სახლის განცდა. უკრაინაში შეგნებული ცხოვრების 12 წელი მაქვს გატარებული“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, 28 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

მიხეილ სააკაშვილმა 2015 წელს მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რის საფუძველზეც მას საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმდა. 2017 წლის ივლისში პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. 2018 წლის თებერვალში კი ის უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს და 2021 წლამდე უკრაინაში შესვლა აუკრძალეს.