მიხეილ სააკაშვილი - ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა იმის ფიქრით, რომ პუტინი თბილისზე არასდროს წამოვიდოდა
მიხეილ სააკაშვილი - ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა იმის ფიქრით, რომ პუტინი თბილისზე არასდროს წამოვიდოდა

ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა იმის ფიქრით, რომ პუტინი თბილისზე არასდროს წამოვიდოდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისთვის (IWPR) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, დასავლელი მეგობრები არწმუნებდნენ, რომ რუსეთი არ შეიჭრებოდა.

„ჩვენ ამაში გვარწმუნებდნენ ჩვენი დასავლელი მეგობრები. ყველა ამბობდა, რომ რუსეთი არ შემოიჭრებოდა. კონდოლიზა რაისი ყოველთვის ამბობდა ამას. ერთადერთი ადამიანი, რომელიც სხვა რამეს აცხადებდა, იყო ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი. მან ეს უხეშად დაგვიხატა. ეს იყო გერმანული დაზვერვის შეფასება და როდესაც ის ჩამოვიდა, ნერვიულობდა. ჩამოვიდა, რადგან ფიქრობდა, რომ რუსეთი შემოიჭრებოდა. მან გვითხრა, შემოიჭრებიან. რესტორანში ვისხედით მთავრობის წევრებთან ერთად. ერთ-ერთმა მათგანმა ჰკითხა მას, „ბატონო მინისტრო, დაგვეხმარებით კონფლიქტურ ზონებში მშვიდობისმყოფელების განთავსებაში?“, შტაინმაიერმა ჩანგალი დადო და თქვა, “ბიჭებო, რომელი მშვიდობისმყოფელებზე საუბრობთ, თქვენ მალე ფართომასშტაბიანი ომი გექნებათ“. ჩვენ მაინც არ ვფიქრობდით ასე, რადგან ბევრი სხვა გვეუბნებოდა, რომ ასე არ იქნებოდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.