მიხეილ სააკაშვილი კარვებში ლექციებს ჩაატარებს
მიხეილ სააკაშვილი კარვებში ლექციებს ჩაატარებს

მიხეილ სააკაშვილი კარვებში ლექციებს ჩაატარებს. როგორც ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, ის ხვალიდან უმაღლესი რადას წინ გაშლილ კარვებში სალექციო კურსს იწყებს.

მისივე თქმით, ე.წ. ბუთკემპებში ახალგაზრდებს რამდენიმედღიანი ინტენსიური კურსი ჩაუტარდებათ და ისინი „ახალი სახელმწიფოს მშენებლობის საფუძვლებს დაეუფლებიან“.

როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, ერთ-ერთი ლექტორი თავადაც იქნება.