მიხეილ სააკაშვილი - გორის ჰოსპიტალთან ერთი ცუგა იყო, რომელიც ყეფით მახშობდა, როდესაც ახალი წელი მივულოცე ჰოსპიტალთან მყოფ ხალხს
მიხეილ სააკაშვილი - გორის ჰოსპიტალთან ერთი ცუგა იყო, რომელიც ყეფით მახშობდა, როდესაც ახალი წელი მივულოცე ჰოსპიტალთან მყოფ ხალხს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს განიხილავენ, სადაც საააკშვილი სიტყვით გამოდის.

საქმის პროკურორებმა სააკაშვილის სიტყვისთვის გონივრული დროის განსაზღვრა მოითხოვეს და აღნიშნეს, რომ დღევანდელ პროცესზე კიდევ ოთხი პატიმარია დასაკითხი.

როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საუბრობს სამშობლოში დაბრუნების მოტივაციაზე და ის სარგებლობს შესავალი სიტყვით.

ამის შემდეგ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლა გააგრძელა და აღნიშნა, რომ „გორის ჰოსპიტალთან მისი ადვოკატებისა და მნახველების საუბარს ერთი ძაღლი ყეფით ახშობდა“.

„არ ვიცი, რამ გამახსენა, რატომღაც გამახსენდა, არავის არ ვგულისხმობ, გორის ჰოსპიტალთან იყო რამდენიმე უპატრონო ძაღლი. რამდენი გავიდოდა ჩემგან დეპუტატი, ადვოკატი, ვიღაცა და აკეთებდნენ ხოლმე განცხადებებს, ერთი ძაღლი, ძალიან საყვარელი ცუგა, რომელიც შედიოდა კადრში და როგორც კი ისინი იწყებდნენ განცხადებას, ეს იწყებდა ყეფას. ეს იყო მისი ცხოვრებისეული ფუნქცია. მე რომ გადავძახე იქიდან, ახალი წელი რომ მომილოცეს, იქაც იდგა და იქაც მახშობდა მე. ყველას სხვადასხვა ფუნქცია აქვს ცხოვრებაში. არ მინდა, ვინმემ მიიღოს თავის თავზე, ვინ არის ეს ცუგა კონკრეტულად, რადგან ის სიმპათიური ცუგა იყო. არსებობენ ცუდი ქუჩის ძაღლები“, – განაცხადა სააკაშვილმა.