მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიაზე – ეს ასეთი შტერი არ იყო და აბა რა თავს იშტერებს
ლოზუნგური აზროვნების კლასიკური ნიმუში – ეს ასეთი შტერი არ იყო და აბა რა თავს იშტერებს, ვითომ ვერ გაიგო, რა ვთქვი, – ასე ეხმაურება „ფეისბუქში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას. ბოკერიამ სააკაშვილის მოსაზრების კომენტირებისას აღნიშნა, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც ერთ კონტექსტში განიხილავს პუტინის აგრესიას და დასავლეთის პოლიტიკას, აზიანებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.