მიხეილ სააკაშვილი - გარდა პოსტსაბჭოთა ლიდერებისა, ნუ, მაკრონიც გასაგებია, სახელმწიფო ლიდერის დონეზე სალომე ზურაბიშვილისთვის მოლოცვა არ არის
საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილისთვის პრეზიდენტად არჩევა პოსტსაბჭოთა ლიდერების გარდა არც ერთ სახელმწიფო მეთაურს არ მიულოცია.
„პრაქტიკულად, გარდა პოსტსაბჭოთა ლიდერებისა, ნუ მაკრონიც გასაგებია, სახელმწიფო ლიდერის დონეზე არც ერთი მოლოცვა არ არის. ეს ხომ იმას აჩვენებს, რომ ელოდებიან, ხალხი რა რეაქციას მოახდენს, არის თუ არა ხალხი მზად, თავისი უფლებები დაიცვას, თორემ ძალიან ბევრი ხალხებია მსოფლიოში, რომლებიც თავიანთი უფლებებისთვის არ იბრძვიან და ნუ, არის და არის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.