მიხეილ სააკაშვილი - გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ იქითა კვირა მთლიანად დასვენების კვირად გამოაცხადეს, რაც შიშის უტყუარი ნიშანია
მიხეილ სააკაშვილი - გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ იქითა კვირა მთლიანად დასვენების კვირად გამოაცხადეს, რაც შიშის უტყუარი ნიშანია

გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ იქითა კვირა მთლიანად დასვენების კვირად გამოაცხადეს, რაც შიშის უტყუარი ნიშანია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დღევანდელ სიტუაციაზე – ივანიშვილს დასაყრდენი აქტიური ჯგუფი აღარ ჰყავს. ეს კარგად გამოჩნდა გუშინწინდელი აქციის დროს, რომელიც ნამდვილად საკუთარ ფეხში გასროლა აღმოჩნდა. გუშინდელმა დარბევამ აჩვენა, რომ სპეცრაზმელებიც არ ჰყოფნით. საგანგებოდ მოუხდათ შავნაბადას სპეცრაზმის გამოყვანაც.

სკვერში, მიწაზე დაყრილი სპეცრაზმელები ძალიან ნიშანდობლივი სურათი იყო. რუსეთის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, ვინაიდან მოსკოვს ორ ფრონტზე ომის თავი არ აქვს.

ახლა მთავარია, არ დავიღალოთ და კიდევ ბევრი ადამიანი ჩაერთოს.

ძალადობის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სპეცრაზმელებთან ინდივიდუალური მუშაობა.

გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ იქითა კვირა მთლიანად დასვენების კვირად გამოაცხადეს, რაც შიშის უტყუარი ნიშანია. იმედი აქვთ, რომ თბილისიდან ხალხი დაბრუნდება რეგიონებში, ახლა კი პირიქით, რეგიონებიდან უნდა ჩამოვიდეს ხალხი და ეს დასვენებები იმისთვის უნდა იყოს გამოყენებული, რომ ხალხის მობილიზაცია მოხდეს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.