მიხეილ სააკაშვილი - ევროკავშირის ზოგი დირექტივა იდიოტურია, მათი ბრმად მიყოლა არასწორია​
მიხეილ სააკაშვილი - ევროკავშირის ზოგი დირექტივა იდიოტურია, მათი ბრმად მიყოლა არასწორია​

​საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის ზოგი დირექტივა იდიოტურია.

უკრაინულ ტელეკომპანია, „უკრაინა 24“-ის გადაცემაში, „უკრაინა ტიგრან მარტიროსიანთან“ სტუმრობისას, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის კაფეში ხელისუფლება სხვადასხვა მიზეზით შემოწმებას ყოველ კვირაში ატარებს და უკრაინაში მსგავსი სისტემის დანერგვა „სრულ ქაოსს და კორუფციას“ გამოიწვევს.

„ევროკავშირის დირექტივების ბრმად მიყოლა არასწორია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თუ უკრაინა მიიღებს იგივე კანონებს, როგორც ავსტრიასა და შვედეთშია, უკრაინელები უკეთ ვერ იცხოვრებენ, პირიქით, მათი ცხოვრება გაუარესდება.

დატოვე კომენტარი