მიხეილ სააკაშვილი – ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან გამოსვლას „ვარდების რევოლუციის“ ხსენებით იწყებენ, საქართველო საუკეთესო სახით „ვარდების რევოლუციამ“ გამოაჩინა

16:43, 16.05.2024

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან გამოსვლას „ვარდების რევოლუციის“ ხსენებით იწყებენ, საქართველო მსოფლიო რუკაზე თავისი საუკეთესო სახით სწორედ „ვარდების რევოლუციამ“ გამოაჩინა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, დღევანდელი მოვლენები და ახალგაზრდობა, რომელიც სწორედ „ვარდების რევოლუციის“ თაობაა, საქართველოს მსოფლიოს დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ ლიდერად აქცევს.

„ჩვენი გამარჯვების შემდეგ საქართველო ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება გლობალური მასშტაბით, ვიდრე როდესმე ჩვენს ისტორიაში და უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენზე ბევრად დიდი და მდიდარი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი