მიხეილ სააკაშვილი - ეუთო მოშლილია, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთო-ს მოხსენება იყო სამარცხვინო და აშკარად ეტყობოდა ოლიგარქთან გარიგების კვალი
მიხეილ სააკაშვილი - ეუთო მოშლილია, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთო-ს მოხსენება იყო სამარცხვინო და აშკარად ეტყობოდა ოლიგარქთან გარიგების კვალი

ლავროვმა მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს მინისტერიალში სკოპიეში. მგონი, ეს უკვე საბოლოოდ ანგრევს ამ, პრინციპში, შეუმდგარ ორგანიზაციას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, ეუთო აშკარად მოშლილია და ახლა თითქმის ყველამ დაინახა ეს.

„ლავროვმა მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს მინისტერიალში სკოპიეში. მგონი, ეს უკვე საბოლოოდ ანგრევს ამ, პრინციპში, შეუმდგარ ორგანიზაციას. ამას ვამბობ გულისტკივილით, ვინაიდან 1992 წლის თებერვალში მე და ზაზა გოგსაძე პირველად შევხვდით დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ეუთო-ს ხელმძღვანელობას და ჩავიტანეთ ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების მოთხოვნა.

ცხინვალში, რუსების მხარდაჭერით, დაგომისის ხელშეკრულების ფარგლებში ეუთო-ს მისია შეიყვანეს, რომელიც თავიდანვე რუსეთის ჯაშუშებით იყო სავსე. 2008 წლის წინ მათ გაწმენდას იქიდან ცდილობდა მისიის ხელმძღვანელი, ფინელი ელჩი ტერი ჰაკალა. თუმცა ამ ჯაშუშებს, განსაკუთრებით ერთ ბრიტანელს, ცენტრალური ოფისიდან მფარველობდნენ.

ომის დროს ეუთო-მ სრულიად პასიური როლი დაიკავა და შემდგომში ცხინვალის ოფისის თანამშრომლები საქართველოს ადანაშაულებდნენ და რომ არა ჰაკალას მყარი პოზიცია, აუცილებლად დიდი პროპაგანდისტული ზიანი მოგვადგებოდა.

ასევე, 2018 წელის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთო-ს მოხსენება იყო სამარცხვინო და აშკარად ეტყობოდა ოლიგარქთან გარიგების კვალი.

მოკლედ, სისტემა აშკარად მოშლილია და ახლა უკვე თითქმის ყველამ დაინახა ეს. ამ მხრივ, ლავროვის გასეირნება მინისტერიალზე, პირიქით, სასარგებლო იყო“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.