მიხეილ სააკაშვილი - ეს არჩევნები არის ახალი დიდგორი საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი - ეს არჩევნები არის ახალი დიდგორი საქართველოში

ეს არჩევნები არის ახალი დიდგორი საქართველოში, ეს არჩევნები არის, საქართველო გადარჩება თუ დაიკარგება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შტაბის გახსნისას ტელეფონით ჩართვისას განაცხადა.

„ვამზადებთ ხმების დათვლის ახალ სისტემას. ძალიან ბევრი ახალი დამკვირვებელი გვეყოლება. გვექნება სახის ამომცნობი სისტემა, რათა „კარუსელები“ გავაჩეროთ. ახალი ტექნოლოგიები ამის საშუალებებს იძლევა. გვექნება მოსყიდვის საწინააღმდეგო სერიოზული სისტემები. ჩვენ ძალიან ბევრ ამომრჩეველს გამოვიყვანთ. ეს არჩევნები არის ახალი დიდგორი საქართველოში. ეს არჩევნები არის, საქართველო გადარჩება თუ დაიკარგება. ტყუილად ვიცხოვრეთ?! ეს არის ჭეშმარიტების მომენტი. ამ მომენტში ჩვენ არ შეგვიძლია, ჩვენს სამშობლოს ვუმტყუნოთ. დავქექო თბილი ბუხარი და ვთქვა, რომ ოდესღაც რაღაც იყო? არაფერი ყოფილა, თუ შენი სამშობლო არ გადაარჩინე. ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.