მიხეილ სააკაშვილი - ერთი პოლიციელი მაინც მაჩვენეთ დაშავებული, როდესაც პოლიციელები ბანდიტებივით იქცევიან, პასუხი უნდა მიიღონ, როგორც ბანდიტებმა
მიხეილ სააკაშვილი - ერთი პოლიციელი მაინც მაჩვენეთ დაშავებული, როდესაც პოლიციელები ბანდიტებივით იქცევიან, პასუხი უნდა მიიღონ, როგორც ბანდიტებმა

პოლიციელები ბანდიტებივით როდესაც იქცევიან, მათ უნდა მიიღონ პასუხი, როგორც ბანდიტებმა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ველისციხეში, 16 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე ორგანიზებული წევრი, დავით კირკიტაძე დააკავა.

„თქვეს რომ 10 პოლიციელია დაშავებული, ერთი მაინც დამანახეთ დაშავებული. ისინი სულ ცრუობენ, სულ ტყუიან. როდესაც პოლიციელები იქცევიან როგორც ბანდიტები, მათ უნდა მიიღონ პასუხი როგორც ბანდიტებმა. საქართველოში თუ პოლიცია იტაცებს ადამიანს ქუჩაში როგორც მოიტაცეს აფგან მუხთარლი, ის რა პოლიცია იყო? ისინი იყვნენ ჩვეულებრივი ბანდიტები. თუ პოლიცია ვიღაცას სცემს, თუ პოლიცია ქურდებს მიიყვანს და აცემინებს ვიღაცას.. თუ პოლიცია თვითონ არის დაკავებული პირადი ანგარიშსწორებით, ის აღარ არის პოლიცია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა