მიხეილ სააკაშვილი - ერთი ბანკირი, რომელიც პოლიტიკაში წავიდა, ყვებოდა, როგორ გადაუარა რეჟიმმა, ნეტავ, ეგრე გადამიაროს ვინმემ
ერთი ბანკირი, რომელიც პოლიტიკაში წავიდა, ყვებოდა, როგორ გადაუარა რეჟიმმა, ნეტავ, ეგრე გადამიაროს ვინმემ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევში, ახალგაზრდებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ერთი ბანკირი, რომელიც ახლა პოლიტიკაში წავიდა, თავიდან ყვებოდა, როგორ გადაუარა რეჟიმმა… ბიჭო, ჩემ დროს მაგის ქონება გაიზარდა დაახლოებით 50-ჯერ. ნეტავი გადამიაროს ვინმემ ცხოვრებაში ეგრე, ეგ წყალი გამომესხას, მაგაზე ვოცნებობ დღე და ღამე. გადამიარეთ, ძალიან გთხოვთ, რომ 50-ჯერ გავმდიდრდე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.