მიხეილ სააკაშვილი - ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელიც ამბობს, გამასამართლეთ, ჩამსვით ციხეში, მაგრამ მეუბნებიან, სადაც ხარ, იქ იყავიო
მიხეილ სააკაშვილი - ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელიც ამბობს, გამასამართლეთ, ჩამსვით ციხეში, მაგრამ მეუბნებიან, სადაც ხარ, იქ იყავიო

სულ მცირე სახლში, კიევში დაბრუნება მინდა, უკვე მივმართე უკრაინის უსაფრთხების სამსახურსა და უკრაინის სასაზღვრო ჯარებს, გააუქმონ ეს იდიოტური შეზღუდვა, – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტის კითხვას, დაბრუნდება თუ არა პოლიტიკურ ცხოვრებაში ვლადიმირ ზელენსკის პრეზიდენტობისას.

„მე გამაძევეს, თუ არ ვცდები, იმავე რიცხვში, როცა თავის დროზე სოლჟენიცინი საბჭოთა კავშირიდან. როგორ იდიოტიზმშია კიევში ადამიანის დაკავება, მე მგუდავდნენ. ძალით შემაგდეს თვითმფრინავში, რამდენჯერმე გონება დავკარგე. მოგონებები ძალიან კარგი არ არის. ამაში მონაწილეობდნენ პოროშენკოს პირადი დაცვის წევრები და მისი ბიზნესპარტნიორის კონონენკოს დაცვის სამსახური. ჩვეულებრივი ბანდიტიზმი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, მისთვის როგორც უკრაინა, ისე საქართველო არის სახლი.

„უკრაინაში ჩემი ცხოვრების მრავალი წელი გავატარე, ხუთი წელი იქ ვსწავლობდი, შემდეგ ორი წელი ჯარში ვიყავი. შემდეგ ვიყავი უკრაინის ყველაზე სტრატეგიული ოლქის ხელმძღვანელი. ასე რომ, ჩემთვის უკრაინა ასევე არის სახლი. მე არ ვარ ლტოლვილი, მე არ გავრბივარ. სახლში, უკრაინასა და საქართველოში ადგილობრივი ოლიგარქები არ მიშვებენ. როდესაც პოროშენკო მაძევებდა უკრაინიდან, საქართველოში დაკეტეს აეროპორტი, მათ შეეშინდათ, რომ მე საქართველოში ჩამიყვანდნენ. ოლიგარქებს არ ვუნდივარ. მე უნიკალურ სიტუაციაში ვარ – ისტორიაში ერთადერთი სახელმწიფო მეთაური ვარ, რომელსაც ორი ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელიც არა თუ არ გარბის, არამედ სურს და ამბობს, წამიყვანეთ ციხეში, წამიყვანეთ სასამართლოში, გამასამართლეთ, ჩამსვით ციხეში, მაგრამ მეუბნებიან, სადაც ხარ, იქ იყავიო“, – განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „დოჟდის“ ეთერში.