მიხეილ სააკაშვილი - ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც 2013 წელს დავტოვე საქართველო, იყო ჩემი დაღლილობა, ხალხის დაღლილობა ჩემით 
მიხეილ სააკაშვილი - ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც 2013 წელს დავტოვე საქართველო, იყო ჩემი დაღლილობა, ხალხის დაღლილობა ჩემით 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარის“ ეთერში ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს დატოვება შეცდომა იყო.

„დღეს ყველაზე მეტად განვიცდი იმას, რომ 2013 წელს დავტოვე საქართველო. გავეცალე ბევრი ფაქტორის გამო. ეს არ იყო ნამდვილად დაჭერის შიში. თქვენ ნახეთ, რომ უკრაინაში მეუბნებოდნენ პირდაპირ, დაგიჭერთო და მაინც ჩავედი. იყო ბევრი ფაქტორი – ჩემი დაღლილობა, ხალხის დაღლილობა ჩემით, იყო მცდელობა, ჩემი ხალხისთვისაც მიმეცა ჩემგან დასვენების საშუალება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ 2013 წელს შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, ქვეყნიდან წასვლა ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო.

„დღეს მე ამას ვაფასებ დიდ შეცდომად, რომ მე ჩემი ქვეყანა დავტოვე. რაც არ უნდა წარმატებული იყო სხვა ქვეყნებში და მე საკმაოდ წარმატებული ვარ ბოლო წლებში, ალბათ საკუთარი ქვეყნის დატოვება არის ყველაზე უარესი გამოსავალი“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

დატოვე კომენტარი