მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსეთში უფრო აქტიურად უსმენენ ბიზნესს, ვიდრე უკრაინაში

10:59, 26.06.2020

ეკონომიკის დერეგულაციითა და საგადასახადო სისტემებით, რუსეთი უკრაინაზე შორს წავიდა, – ამის შესახებ უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.

„ეს ძალიან მაწუხებს – დერეგულირების კუთხით, რუსეთი გაცილებით შორს წავიდა, უკრაინას ბევრად უსწრებს, საგადასახადო სისტემითაც და ამ სისტემითაც, მოდით, ვისაუბროთ როგორც არის“, – თქვა სააკაშვილმა.

უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთში უფრო აქტიურად უსმენენ ბიზნესს, ვიდრე უკრაინაში.

„ისინი ჩვენ ომს გვიგებენ რეფორმების ფრონტზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი